ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების ბრძანება გასცა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 24.02.2022
ნანახია: 260

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნის სამხედრო დანაყოფები ღირსეულად პასუხობენ რუსეთის მხრიდან საზღვრის გარღვევის მცდელობებს.

ზალუჟნის თქმით, განადგურებულია რამდენიმე ერთეული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ასევე ორი ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომობილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე