უკრაინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 24.02.2022
ნანახია: 397

უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი.

მისი ცნობით, ოდესის რეგიონის ქალაქ პოდილსკში დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი პირი, 19 კი დაკარგულად არის მიჩნეული.

ერთი ადამიანი დაღუპულია მარიუპოლში, დაშავებულია ორი პირი. გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდი მდინარე ინგულეცზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე