ეს არის საშინელი დღე უკრაინისთვის და შავი დღე ევროპისთვის - გერმანიის კანცლერი რუსეთის თავდასხმაზე

საქართველო, თბილისი - 10:36 | 24.02.2022
ნანახია: 411

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ევროპისთვის შავი დღე უწოდა და რუსეთს აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა - ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამას ვერაფერი გაამართლებს. გერმანია მკაცრად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ უგუნურ ქმედებას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელებს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, - განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს G7-ის, ნატო-სა და ევროკავშირის ფორმტაში და გააკეთებს განცხადებებს. „ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და შავი დღე ევროპისთვის“, - დასძინა ოლაფ შოლცმა.

24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე