დადგა დრო, დასავლეთმა რუსეთს სათანადოდ უპასუხოს - ლიეტუვის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 10:16 | 24.02.2022
ნანახია: 268

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხა დაგმო და დასავლეთს გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

„მკაცრად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო თავდასხმას. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტს. დადგა დრო, დასავლეთმა სათანადოდ უპასუხოს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე