მკაცრად ვგმობ უკრაინაზე რუსეთის უგუნურ თავდასხმას - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 10:04 | 24.02.2022
ნანახია: 264

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეების აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.

„მკაცრად ვგმობ უკრაინაზე რუსეთის უგუნურ თავდასხმას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა  და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატო-ს მოკავშირეები რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ“, - დაწერა სტოლტენბერგმა Twitter-ზე.

 24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე