პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 08:38 | 24.02.2022
ნანახია: 333

მსოფლიო ლოცულობს უკრაინისთვის, - ჯო ბაიდენმა განცხადება უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გააკეთა.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“.

„მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, საღამოს ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი შედეგების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ.

მისივე თქმით, ის ხვალ G7-ის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე