რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში ვითარების გამწვავების ფონზე 32 მლრდ დოლარი დაკარგეს

საქართველო, თბილისი - 17:29 | 23.02.2022
ნანახია: 394

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში ვითარების გამწვავების ფონზე რუსმა ოლიგარქებმა 2022 წლის დასაწყისიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს. 23 უმდიდრესი რუსის ქონება საერთო ჯამში 32 მილიარდით, 375 მლრდ დოლარიდან 343 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

კერძოდ, „სიბუარას“ და "ნოვატეკას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და პუტინის ახლო მეგობარმა გენადი ტიმჩენკომ, ქონების თითქმის მესამედი დაკარგა. წლის დასაწყისიდან მისი ქონება 16 მლრდ-მდე შემცირდა.

„ნოვატეკას“ კიდევ ერთი აქციონერის ლეონიდ მიხელსონის ქონებამ - 6,2 მლრდ დოლარით, „ლუკოილის“ ხელმძღვანელის ვაგით ალეკპეროვის ქონებამ კი - 3,5 მლრდ დოლარით დაიკლო.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქების კაპიტალი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს მათ წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ.

 ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შემდეგ შავ სიაში მოხვდნენ გენადი ტიმჩენკო, ბორის და იგორ როტენბერგები. აღნიშნულ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „აქვთ სტრატეგიულო მნიშვნელობა კრემლისთვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. კანადამ და იაპონიამ.

 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს ევროკავშირიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე