უკრაინა თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 23.02.2022
ნანახია: 273

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

ამავდროულად, საგარეო უწყება მოქალაქეებს მიმართავს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერების გამო, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან. მათ, ვინც უკვე რუსეთში იმყოფება, რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას ვურჩევთ.

ხაზს ვუსვამთ, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე