ბაიდენმა ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გასცა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 23.02.2022
ნანახია: 289

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპაში ამერიკის არმიას უბრძანა გაამაგრონ უკრიანის მოსაზღვრე ქვეყნების თავდაცვა.

ბაიდენმა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს დაავალა გადაისროლოს ძალები აშშ-ის ევროპის სარდლობის ზონაში - ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე.

პენტაგონის წარმომადგენლების განცხადებით, ძალების გადასროლა ერთი კვირის განმავლობაში მოხდება.

ძალების გადასროლის ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის ახალი შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზაცია.

ოსტინმა ბრძანება გასცა ბალტიის ქვეყნებში იტალიიდან გადაისროლონ ქვეთთა ბატალიონის ოპერატიული ჯგუფი, რომელთა რაოდენობაც 800-მდე სამხედრო მოსამსხურეს შეადგენს.

მისვე დავალებით, გერმანიიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ოპერატიულ ბაზებზე რვა F-35 Lightning-ის ტიპის თვითმფრინავი გაიგზავნება.

ასევე გერმანიიდან ბალტიის ქვეყნებში გაიგზავნება ოცი მოიერიშე ვერტმფრენი AH-64 Apache,  Apache-ის ტიპის 12 ვერტმფრენი კი - საბერძნეთიდან პოლონეთში.

აშშ-მა გერმანიიდან რუმინეთში გადაისროლა ათასი სამხედრო და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანები.

ჩრდილოეთ კაროლონადან 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვეითთა ბრიგადა გაიგზავნება პოლონეთში.

Stryker-ის ჯავშანმანქანებით აღჭურვილი დანაყოფები განლაგდებიან უნგრეთსა და ბულგარეთში.

ამის გარდა, ოსტინმა ბრძანება გასცა გაძლიერდეს 8 500 სამხედროს საბრძოლო მზადყოფნა იმ შემთხვევისთვის, თუ ნატო აამოქმედებს სწრაფი რეაგირების ძალებს.

ევროპაში საერთო ჯამში იმყოფება 90 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანიამ შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნოს ლიეტუვასა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის სხვა ქვეყნებში.

ამის გარდა, ლონდონი 800 სამხედროს აგზავნის ესტონეთში.

ამ და სხვა მოსალოდნელი ძალების გადასროლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, თითქმის ორმაგდება ნატო-ს ძალები და 6 ათასს აჭარბებს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუშაუსკასის განცხადებით, დამატებითი ძალების განთავსების შემდეგ ლიეტუვასა და ესტონეთს 2-2 ათასი ნატო-ს სამხედრო დაემატება, ლატვიაში კი 2 ათასზე ნაკლები.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე