სანქცირებულ პირთა სიაში პირველი პუტინი უნდა იყოს - ევროკომისარი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 23.02.2022
ნანახია: 353

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა მოხვდეს სანქციების სიაში, რომელსაც დასავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირების აწესებს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარმა ვერა იუროვამ განაცხადა.

იუროვას განცხადებით, პუტინი სანქციების უკვე გამოქვეყნებულ სიაში რომ არ მოხვდა, შეცდომა იყო.

"სანქცირებულ პირთა სიაში პირველი პუტინი უნდა იყოს", - ციტირებს ევროკომისარ იუროვას სიტყვებს ჩეხური გამოცემა Hospodarske Noviny.

სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით, დასავლეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

22 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი დაამტკიცა. ამავე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს უერთდებიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ავსტრალია.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე