არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში - ბორელი სანქციებზე

საქართველო, თბილისი - 00:30 | 23.02.2022
ნანახია: 304

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე შეთანხმებას ეხმიანება.

"არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე.

ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრაზე ერთხმად შეათანხმეს სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ დონეცკისა და  ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე