გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 22.02.2022
ნანახია: 350

გერმანიის მთავრობამ  რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება შეაჩერა. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის გამო აღნიშნული პროექტი წინ ვერ წაიწევს.  

მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისული წარმონაქმნების აღიარებით გადადგა  გაუგებარი და გაუმართლებელი ნაბიჯი.

„გაზსადენის გაჩერება მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ასეთი ქმედებები შედეგების გარეშე არ დარჩება. რუსეთს არ აქვს მსოფლიოს მხარდაჭერა. ამ სერთიფიკატის გარეშე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ი ექსპლუატაციაში ვერ შევა“, - განაცხადა შოლცმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე