უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 22.02.2022
ნანახია: 302

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ესტონელ კოლეგასთან ალან კარისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მივიღე თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განვიხილოთ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ დაუყოვნებლივ შევუდგები ამ საკითხზე მუშაობას. და არამხოლოდ ამ საკითხზე, სხვა ქმედით ნაბიჯებზეც რუსეთის მხრიდან ესკალაციის საპასუხოდ. მიგვაჩნია, რომ ეს იყო ნაბიჯი ესკალაციისკენ, იურიდიული აგრესია, რომელიც იძლევა სამხედრო აგრესიის საფუძველს რუსეთის მხრიდან, მებრძოლების მხრიდან, რომელთაც ალყა აქვთ შემორტყმული დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა". დასავლეთმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე