NBC News: აშშ და უკრაინა, ლვოვში ზელენსკის გადასვლის საკითხს განიხილავდნენ

საქართველო, თბილისი - 14:10 | 22.02.2022
ნანახია: 274

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, კიევიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაყვანის გეგმებზე მსჯელობდნენ. იუწყება ტელეარხი NBC News-ი.

ტელეარხი წყაროზე დაყრდნობით, იტობინება, რომ გეგმის თანახმად,ზელენსკი ლვოვში, პოლონეთის საზღვრიდან 80 კმ-ში უნდა გადავიდეს.

აშშ-მა კიევში საელჩოდან თანამშრომლების უმეტესობა ლვოვში 12 თებერვალს გადაიყვანა, სადაც დიპლომატიური მისია უსაფრთხოებიდან გამომდინარე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.

NBC News-ის ცნობით, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

NBC News-ი აცხადებს, რომ ზელენსკის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს არ უსაუბრიათ ზელენსკის ლვოვში გადასვლის გეგმების შესახებ. როგორც მან განაცხადა, მისთვის უცნობია, იყო თუ არა მსგავსი საუბარი აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შედარებით დაბალ დონეზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე