პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

საქართველო, თბილისი - 23:45 | 21.02.2022
ნანახია: 398

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

„ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილება რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინანაღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე