ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთმა შეადგინა იმ პირების სია, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან
საქართველო, თბილისი - 16:07 | 21.02.2022 ნანახია: 410მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონმა გაეროში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩალეტს წერილობით მიმართა, რომელშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევში მოსახლეობისთვის მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილა. გამოცემების, The New York Times -სა და The Washington Post-ის, ასევე სააგენტოების Reuters-ის, AFP-ისა და dpa-სცნობით, რუსეთმა შეადგინა უკრაინელების სია, რომლებიც შეჭრის შემთხვევაში უნდა მოკლან ან ბანაკებში გაგზავნონ.
წერლის თანახმად, შეერთებული შტატები ფლობს სარწმუნო მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ შედგენილ მსგავს სიებზე.
„ამის გარდა, გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ნდობას იმსახურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ალბათობით გამოიყენებენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად სასიკვდილო ზომებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნელ კროკერი.
მისი თქმით, რუსეთში იგეგმება ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემხვევაში. ანალოგიური ოპერაციების დროს წარსულში მსგავსი ზომები მოიცავდა მიზანმიმართილ მკვლეობებს, გატაცებებს, უსაფუძვლო დაკავებებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებასა და წამებას.
სავარაუდოდ, მსგავსი ზოები გატარდება მათ მიმართ, ვინც რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის უკრაინაში მცხოვრები რუსი და ბელარუსი დისიდენტების, ჟურნალისტებისა და კორუფციასთან მებრძოლი, ასევე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების - რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტ პირების მიმართ.
თეთრ სახლში წერილის ნამდვილობას ადასტურებენ. თუმცა კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას სიყალბე უკვე უწოდეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ასეთი წერილი არ არსებობს. „ეს სიცრუეა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს აბსოლუტურად გამოგონილი ამბავია. ასეთი წერილი არსებობს. ეს „ფეიკია“, - განაცხადა მან.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა