ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 20.02.2022
ნანახია: 323

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იტყობინება BBC News-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.

სამეფო კარის ინფორმაციით, დედოფალს აღენიშნება მსუბუქი გაციების მსგავსი სიმპტომები და იმედოვნებენ, რომ მონარქი მომავალ კვირას, უინძორის ციხე-სიმაგრიდან სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს.

"მონარქი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და დაიცავს ყველა მითითებას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც იუწყებიან, დედოფალს კონტაქტი ჰქონდა უფროს შვილთან და ტახტის მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.

95 წლის დედოფალი სრულად ვაქცინირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე