უკრაინა 8 წელია ფარია ევროკავშირის საზღვართან. არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რა არის რეგულარული შეხვედრები დაღუპულთა ოჯახებთან - ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 23:19 | 19.02.2022 ნანახია: 323ეს არ არის ომი უკრაინაში, არამედ ეს არის ომი ევროპაში. მე ამის შესახებ ვისაუბრე სამიტებსა და ფორუმებზე 2019, 2020 და 2020 წლებში. საბოლოოდ მომისმენს მსოფლიო 2022 წელს? ეს უკვე აღარ არის ჰიპოთეზა, მაგრამ არც აქსიომა. რატომ? იმიტომ, რომ საჭიროა მტკიცებულება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვები Twitter-ზე ან განცხადებები მედიაში, - განაცხადა 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"საჭიროა მოქმედება. მსოფლიოს სჭირდება თქვენი მოქმედება და არა - უკრაინას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას. პარტნიორების მხარდაჭერით თუ მათ გარეშე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, შემოგვთავაზებთ ასობით თანამედროვე შეიარაღებას, თუ ხუთი ათას ჩაფხუტს – თანაბრად ვაფასებთ ნებისმიერ მხარდაჭერას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულება უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ თქვენგან უნდა ვითხოვდეთ, არც თქვენი კეთილი ჟესტია, რასაც თავი უნდა დავუხაროთ. ეს არის თქვენი წვლილი ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. უკრაინა 8 წელია ფარია და 8 წელი ზღუდავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას, რომელიც ჩვენს საზღვრებთან დგას და არა - ევროკავშირის. ტყვიების სეტყვა ევროპის ქალაქებში კი არა, მარიუპოლში იყო. თითქმის ექვს თვეში ბრძოლის შემდეგ დონეცკის აეროპორტი განადგურდა და არა ფრანკფურტის... არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, რამდენი სამხედრო დაკრძალვებია ყოველდღე ჩვენს ყველა რეგიონში. და არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის - რა არის რეგულარული შეხვედრები დაღუპულთა ოჯახებთან", - თქვა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა