ბრიტანეთმა უცხოელი ინვესტორებისთვის "ოქროს ვიზების" პროგრამა გააუქმა

საქართველო, თბილისი - 23:33 | 17.02.2022
ნანახია: 490

დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ინვესტორის ვიზების გაცემის პროგრამა (ე.წ. „ოქროს ვიზები“), რათა შეაჩეროს ქვეყანაში „ბინძური ფულის“ შედინება უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის ფონზე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მდივანმა პრიტი პატელმა განაცხადა.

„მე ნულოვანი მოთმინება მაქვს ჩვენი იმიგრაციული სისტემის ბოროტად გამოყენებისადმი“, - განაცხადა პატელმა და აღნიშნა, რომ სურს „შეაჩეროს კორუმპირებული ელიტა, რომელიც ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას და ავრცელებს ბინძურ ფულს“. მისი თქმით, :“ოქროს ვიზების“ გაუქმება თაღლითობასა და უკანონო ფინანსებთან ახალი ბრძოლის დასაწყისია.

უწყებაში განაცხადეს, რიმ უკვე შეიტანეს ცვილებები ინვესტორის ვიზების მიღების წესებში 2015 და 2019 წლებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში და არ გამორიცხეს შემდგომი ცვლილებებიც.

„ოქროს ვიზების“ რეალიზაციის პროგრამა დიდ ბრიტანეთში 2008 წელს დაიწყო. ის უცხოელებს საშუალებას აძლევს 2 მლნ ფუნტი სტერლინგის ზემოთ ინვესტიციების სანაცვლოდ იცხოვრონ გაერთიანებულ სამეფოში და მიიღონ ბრიტანეთის პასპორტი. 2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა ვიზების მაძიებლების შემოწმება, რათა არ დაეშვა უკანონო ფულის ბრუნვა.

2018 წლიდან „ოქროს ვიზების“ პროგრამა გადახედვის პროცესშია. ეს პროცესი დაიწყო დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფონზე ურთიერთობების გამწვავების შემდეგ.

იმავე წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეამოწმებს 2008-2015 წლების რუსეთის 700 მოქალაქისთვის ინვესტორის ვიზების გაცემის გარემოებებს.

FT-ის მონაცემებით, მთავრობამ შემოწმების შედეგები აპრილში უნდა გამოაქვეყნოს. 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გასცა 790 „ოქროს ვიზა“, მათ შორის 82 მიიღეს რუსეთის, 210 კი - ჩინეთის მოქალაქეებმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე