კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს დონბასის დაბომბვაში ადანაშაულებენ
საქართველო, თბილისი - 19:17 | 17.02.2022 ნანახია: 443უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში, შეხების ხაზის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლი ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ დაბომბვა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებიდან განხორციელდა. შტაბის მონაცემებით, 17 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 29-ჯერ დაფიქსირდა, მათ შორის 27-ჯერ გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. შტაბისვე ინფორმაციით, დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრლია ორი სამოქალაქო პირიც.
„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით განახორციელეს სტანიცა ლუგანსკაიას დასახლებული პუნქტის დაბომბვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინელი სამხედროების თქმით, მოწინააღმდეგემ ისროლა 32 ჭურვი მძიმე საარტილერიო შეიარაღებიდან, დააზიანეს საბავშვო ბაღის შენობა, სადაც იმ დროს ბავშვები იმყოფებოდნენ, ასევე დაზიანდა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტი ელეტქროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, სეპარატისტები სიტუაციის გამწვავებაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ისროდნენ „სხვადასხვა ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და მცირე იარაღიდან“, - ნათქვამია სეპარატისტების ინფორმაციაში. მათი თქმით, იძულებულები იყვნენ „გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩასახშობად“.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა