ბრიტანეთისა და ამერიკის დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი ძალები შეინიშნება
საქართველო, თბილისი - 16:08 | 17.02.2022 ნანახია: 352უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რუსეთი რეგიონში სამხდრო ძალის გაზრდას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰოკენჰალმა თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა.
„ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანა“, - განაცხადა ჰოკენჰალმა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის მიმართულებით გადაადგილდება დამატებითი ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები, ასევე ჩანს საველე ჰოსპიტალიც. „რუსეთს აქვს სამხედრო შესაძლებლობები იმისათვის, რომ შეიჭრას უკრაინაში“, - დასძინა ჰოკენჰალმა.
ამერიკული წყაროს ცნობით, კრემლმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 ათასამდე სამხედრო გადაისროლა. რუსეთის ხელიუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ნებისმიერ დროს, შესაძლოა, დაიწყოს ოპერაცია, რომელიც უკრაინაში შეჭრის საბაბი გახდება.
„რუსეთი ირწმუნება, რომ სურს მოძებნოს დიპლომატიურად გზები, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროს მეტყეველებენ“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, დონბასში „გენოციდისა“ და „მასობრივი სამარხების“ უსაფუძვლო მტიცებულელების მეშვეობით.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რუსეთის ოფიციალური პირები და მედისაშუალებები როგორ ქმნიდნენ მრავალრიცხოვან ისტორიებს, ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, გამხდარიყო შეჭრის საბაბი“, - განაცხადა პრაისმა და აღნიშნა, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს საფუძველი.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ასევე ვერ ხედავს ცვლილებებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის რაოდენობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვხედავთ მცირე როტაციებს. მე ამ როტაციებს ვერ დავარქმევდი რუსეთის მიერ ჯარების გაყვანის პროცესს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა