რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინას წერტილოვანი დარტყმები მაიყენოს - ესტონეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 17.02.2022
ნანახია: 371

ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრემლი აგრძელებს სამხედროების გადასროლას უკრაინის საზღვართან. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრიანას წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს და „ქვეყანაში „საკვანძო ტერიტორიები“ დაიკავოს, თუმცა ფართომასშტაბიანი ოკუპაცია ნაკლებად სავარაუდოა. „ჩვენი შეფასებით, ისინი {რუსი სამხედროები} თავს აარიდებენ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს, ვინაიდან მათზე კონტროლისთვის დასჭირდებათ სამხედროების დიდი რაოდენობა“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მიკ მარონმა.

დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ ვრცელება, მოცემულია იმ ობიექტების რუკა, რომლებზეც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პირველივე იერიშს მიიტანს. საუბარია ინფრასტრუქტურის იმ ობიექტებზე, რომელთა განადგურებამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ენერგომომარაგების აღდგენას.  

ამის გარდა, ესტონეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, შესაძლოა, გააქტიურდეს საომარი მოქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში. მარანი ვარაუდობს, რომ მსგავსი ესკალაცია დიდი ალბათობით სავარაუდოა, რადგან რუსეთმა, შესაძლოა, უარყოს თავისი საომარი მოქმედებები, რითიც ეცდება თავიდან აირიდოს დასავლეთის სანქციები.

ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმატებით დასრულდება, კრემლმა უახლოეს წლებში, შესაძლოა, გააძლიეროს ზეწოლა ბალტიის ქვეყნებზე და აღნიშნავს, რომ ომის საფრთხე პუტინის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.

ესტონეთის დაზვერვისთვის ცნობილია რუსეთის  ათამდე სამხედრო ქვედანაყოფის შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისკენ მიემართებიან. რუსეთს უკრაინის საზღვართან უკვე მობილიზებული ჰყავს 170 ათასამდე სამხედრო.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაძაბულობის მრავალკვირიანი პერიოდის შემდეგ განაცხადა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ. თუმცა აშშ უკრაინის საზღავრთან რუსეთის სამხედრო აქტივობების შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს.

მსგავს ნიშნებს ვერ ხედავს ნატო-ს  გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც. „პირიქით, რუსეთი აგრძლებს თავისი სამხედროების რაოდენობის გაზრდას“ {უკრაინის საზღვართან}, - განაცახდა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე