უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

საქართველო, თბილისი - 19:50 | 16.02.2022
ნანახია: 386

უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, 16 იანვარი ერთიანობის დღედ გამოცხადდა.

პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვლის 10 საათიდან სავალდებულო გახდა ყველა შენობაზე უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვა და ეროვნული ჰიმნის გაჟღერება.

ამ დღესთან დაკავშირებით, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქების ქუჩებში მოქალაქეებმა მსვლელობა გამართეს.

მოქალაქეები შეიკრიბნენ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

მასშტაბური ღონისძიება გაიმართა დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს.

უკრაინის მოქალაქეების თქმით, მათ სურთ დააანახონ მსოფლიოს, რომ რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინელები ერთიანები არიან.

დღის ბოლოს, სახელმწიფო შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდება.

მანამდე, დასავლური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა 16 თებერვალს შეჭრილიყო. ზელენსკის თქმით, მან გადაწყვიტა დაანონსებული თავდასხმის დღე ერთიანობის დღედ გადაექცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე