ესპანეთის პროკურატურა ეკლესიებში პედოფილიის 68 შემთხვევას იძიებს

საქართველო, თბილისი - 18:56 | 16.02.2022
ნანახია: 350

ესპანეთის გენერალური პროკურატურისთვის ცნობილი გახდა სასულიერო პირების მხრიდან არასრუწლოვნების მიმართ ათობით სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ.

იანვრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ 17 ავტონომიური თემის პროკურორებს სთხოვა ათი დღის ვადაში მისთვის გაეგზავნათ საქმეები რელიგიურ სკოლებში, ეკლესიებსა და რელიგიურ დაწესებულებებში არასრუწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ.

16 თებერვალს უწყებამ გამოაქვეყნა მიღებული მონაცემები 68 შემთხვევის შესახებ, რომლებსაც იძიებს გენერალური პროკურატურა ან უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.

გასული წლის დეკემბერში გამოცემა País-მა გამოაქვეყნა თავისი გამოძიების შედეგები. ამ გამოძიებისას გამოვლინდა  რელიგიურ დაწესებულბებში პედოფილიის 251 ახალი შემთხვევა. ჟურნალისტებმა ეს მონაცემები რომის პაპს ფრანცისკეს და ესპანეთის საეპისკოპოსო კონფერენციის კარდინალს ხუან ხოსე ომელიეს გადასცეს.

დეპუტატთა კონგრესში წარმოდგენილმა სამმა მემარცხენე პარტიამ - Podemos-მა, „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებმა“ და ბასკურმა EH Bildu-მა წამოაყენეს წინადადება ამ დანაშაულების გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე