მსოფლიოში აივ ინფექციისგან მეოთხე პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველო, თბილისი - 17:54 | 16.02.2022 ნანახია: 434აშშ-ში აივ ინფექციისგან მსოფლიოში მეოთხე ადამიანი გამოჯანმრთელდა. წერს The Wall Street Journal-ი. ამ დრომდე აივ ინფექციისგან გამოჯანმრთელების სამი შემთხვევა კაცებს უკავშირდება, ახლა კი მდგრად რემისიას ქალმა მიაღწია.
„საშუალო ასაკისა და შერეული რასის“ ქალს Weill Cornell Medicine-სა და New York Presbyterian-ის ექიმები მკურნალობდნენ.
ნიუ იორკელი ექიმები იუწყებიან, რომ პაციენტს გაფართოებული ტესტირების დროს აივ ინფექციის ნიშნები არ გამოვლენია იმ დრომდე, ვიდრე მან 2020 წლის ოქტომბერში ანტირეტროვირუსული მკურნალობა არ შეწყვიტა, იშვიათი გენეტიკური მუტაციის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ, რომელიც აივ ინფექციის ინვაზიას ბლოკავს. ხანგრძლივი რემისია მიანიშნებს, რომ პაციენტის ორგანიზმში ვირუსის უჯრედებმა გამრავლება შეწყვიტეს იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებსაც რემისია არ აღენიშნებოდათ.
პაციენტში აივ ინფექციის დაავადება ლეიკემიის მწვავე ფორმასთან ერთად მიმდინარეობდა. მას გადაუნერგეს ზრდასრული ნათესავის ღეროვანი უჯრედები და არანათესავი ახალშობილის ჭიპლარის სისხლი. აღნიშნული მკურნალობა, სავარაუდოდ, გამოადგება ადამიანთა უფრო ფართო წრეს, რადგან როგორც ექიმები მიიჩნევენ, აუცილებელი არ არის ჭიპლარის სისხლი გენეტიკურად ემთხვეოდეს პაციენტ-რეციპიენტს.
პირველი ადამიანი, რომელიც აივ ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, იყო ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელსაც თავიდან „ბერლინელი პაციენტი“ უწოდეს. ის 2020 წელს გარდაიცვალა, ლეიკემიის რეციდივის შემდეგ. 2019 წელს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კიდევ ორმა მამაკაცმა ლონდონიდან და დიუსელდორფიდან მდგრად რემისიას ტრანსპლანტატების გადანერგვისა და აივ-ინფექციის სამკურნალო წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ მიაღწია.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა