ევროპაში ომი ოთხშაბათობით იშვიათად იწყება - რუსეთი ელჩი ევროკავშირში

საქართველო, თბილისი - 12:49 | 16.02.2022
ნანახია: 339

ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვლადიმირ ჩიჟოვის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. ამის შესახებ ჩიჟოვმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბრისას განაცხადა.

"რაც შეეხება რუსეთს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არ იქნება ესკალაცია არც მომავალ კვირაში, არც შემდეგ კვირაში და არც მომავალ თვეში", - განაცხადა ჩიჟოვმა.

"ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება", - დასძინა რუსმა დიპლომატმა.

მანამდე, დასავლური მედია, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა 16 თებერვალს (ოთხშაბათს) იყო მოსალოდნელი.

ამავდროულად, Welt-თან ინტერვიუში, ჩიჟოვმა დაგმო შეერთებული შტატების ბრალდებები უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ.

"როდესაც თქვენ აყენებთ ბრალდებებს, განსაკუთრებით ძალიან სერიოზულ ბრალდებებს რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ ასევე გაქვთ პასუხისმგებლობა წარმოადგინოთ მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცილისწამებაა", - განაცხადა ჩიჟოვმა.

"მაშ, სად არის მტკიცებულებები?" - დასძინა ჩიჟოვმა.

რუსმა დიპლომატმა მოუწოდა დასავლეთს, სერიოზულად მოეკიდონ რუსეთის მიერ მომზადებულ წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ყველა ევროპელის ინტერესი "ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე".

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება. აშშ და ნატო არ აპირებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეცვლას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე