პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ომი არ სურს

საქართველო, თბილისი - 20:23 | 15.02.2022
ნანახია: 500

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ომი არ უნდა.

 „იმასთან დაკავშირებით, გვსურს თუა არა ეს {ომი ევროპაში}, რა თქმა უნდა, არა! სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ წინადადება მოლაპარაკებათა პროცესის შესახებ, რომლის შედეგებიც უნდა გახდეს შეთანხმება თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ჩვენი ქვეყნისაც“, - განაცხადა პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ მას რთულად წარმოუდგენია ომი ევროპაში უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა: „მაგრამ ჩვენ ხომ თქვენთან ერთად ვიხილეთ ომი ევროპაში, რომელიც სწორედ ნატო-ს ბლოკმა გააჩაღა იუგოსლავიის წინააღმდეგ. მსხვილი სამხედრო ოპერაცია სარაკეტო დარტყმებით ევროპაში ერთ-ერთი უდიდეს დედაქალაქის - ბელგრადის წინააღმდეგ. ეს ხომ უკვე იყო!“.

ამასთან, პუტინმა განაცხდა, რომ ნატო-ს მხრიდან  იუგოსლავიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციების გარეშე ჩატარდა. „ეს ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ ხომ იყო“, - განაცხადა პუტინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე