WSJ: კიევში აშშ-ის საელჩოს კომპიუტერული ტექნიკა განადგურდება

საქართველო, თბილისი - 16:27 | 15.02.2022
ნანახია: 311

სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება კიევში აშშ-ის საელჩოში, რომელიც ლვოვში გადააქვთ,  გაანადგურონ ქსელის აპარატურა და კომპიუტერები. იუწყება გამოცემა Wall Street Journal.

ანონიმ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა იტყობინება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოითხოვა მოახდინონ საელჩოს სატელეფონო სისტემის დემონტაჟი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის გამო კიევში საელჩოს შენობა დიპლომატიური მისიის განთავსებისთვის გამოუსადეგარი იქნება.

გამოცემისვე ინფორმაციით, საელჩოს 56 თანამშრომელი, კვირას, 13 თებერვალს ვაშინგტონთან მდებარე დალესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა, მათ თან ჰქონდათ საიდუმლო დოკუმენტაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა საელჩოს პერსონალის შემცირების ფარგლებში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე