ლიეტუვამ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა

საქართველო, თბილისი - 19:44 | 13.02.2022
ნანახია: 370

უკრაინაში ლიეტუვიდან Stinger-ის ტიპის საზენიტი-სარაკეტო კომპლექსები და სხვა სამხედრო შეიარაღება ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Facebook-ზე წერს.

„12-13 თებერვალს უკრაინაში გამოიგზავნა სამხედრო დახმარება ლიეტუვიდან. კიევში ჩამოვიდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Stinger და სხა სამხედრო შეიარაღება“, - წერს რეზნიკოვი და ლიეტუვის ხელისუფლებას და პირადად თავდაცვის მინისტრ არვიდას ანუშაუსკასს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დღეს სამხედრო დიპლომატია ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. „ათობით შეხვედრისა და სატელეფონო საუბრების შედეგად, დღეს, უკრაინამ მიიღო უპრეცენდენტო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. გაგრძელება იქნება“, - წერს რეზნიკოვი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე