გამოქვეყნდა ახალი სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ასახულია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების განლაგება

საქართველო, თბილისი - 22:17 | 11.02.2022
ნანახია: 428

ამერიკულმა კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა ახალი სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ასახულია უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის ჯარების განლაგება.

კომპანიამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა რუსული ჯარების გადაადგილებას თვალს ადევნებს, განაცახდა, რომ ფოტოები 9 და 10 თებერვალს გადაიღეს.

კომპანიის განცხადებით, ყირიმში, სიმფერეპოლის ჩრდილოეთით, ოქტოაბრსკოეს აეროდრომთან აღმოაჩინა ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილება, ასევე დააფიქსირა 550 კარავი და ასობით სატრანსპორტო საშუალება.

ჯარები და ტექნიკა ასევე ჩავიდა ყირიმის ნოვოზერნოეს რაიონში.

კომპანიამ გადაადგილება დააფქისრა ბელარუსში, ზიაბროვკის აეროდრომზე, გომელის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კურსკის ოლქში პოლიგონზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა ჯარის მსხვილი დანაყოფი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე