რუსეთი უკრაინაში, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროსაც - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 15:19 | 11.02.2022
ნანახია: 324

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრინაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, პუტინმა პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას განიზრახოს უკრანაში სამხედრო ინტერვენცია.

ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის ადრე გავრცელებული მოწოდება, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის უკრაინის საზღვარზე ახალი ძალების კონცენტრაციას“, - თქვა ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა ბლინკენმა, მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ახლა იმ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროსაც", - დასძინა მან.

ამავდროულად, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს რუსეთთან უთანხმოების მოგვარება დიპლომატიური გზით ურჩევნია.

"ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევა გავწიეთ რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის. ამავდროულად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი განახლებული აგრესიის გზას აირჩევს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება", - დასძინა ბლინკენმა.

ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

10 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისადმი, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა ვერ შეძლებს მოქალაქეთა ევაკუაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე