პუტინისა და მაკრონის შეხვედრის დროს ოთხმეტრიანი დისტანციის დაცვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა PCR ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 11.02.2022
ნანახია: 316

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე, უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე, გაეკეთებინა PCR ტესტი. იტყობინება სააგენტო Reuters.

მაკრონთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ სწორედ ამის გამო გახდნენ იძულებულები, მაკრონისა და პუტინის მოლაპარაკებების დროს, მათ შორის 4-მეტრიანი დისტანცია შეენარჩუნებინათ.

კრემლში გამართული მოლაპარაკებების ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ პუტინი და მაკრონი გრძელი მაგიდის სხვადასხვა ბოლოში სხედან. ეს ფოტო ფართო განხილვის საგნად იქცა მედიასა და პოლიტიკურ მიმომხილველებში. ანალიტიკოსები იუწყებოდნენ, რომ ეს ერთგვარი დიპლომატიური გზავნილი იყო პუტინის მხრიდან.

როგორც იუწყებიან, პროტოკოლის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან უნდა გაეკეთებინა ტესტი და პუტინთან უფრო ახლო კონტაქტის საშუალება ექნებოდა, ან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა.

წყარო ამბობს, რომ ვერ დაუშვებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ-ის ნიმუშის კრემლის ხელში მოხვედრას.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მაკრონმა PCR ტესტი მოსკოვში გამგზავრებამდე გაიკეთა, ხოლო სწრაფი ანტიგენის ტესტი რუსეთში, საკუთარი ექიმის მონაწილეობით. როგორც ჩანს ეს კრემლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი.

მაკრონის ვიზიტი მოსკოვში 7 თებერვალს შედგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე