აშშ-მა პოლონეთში F-15 ტიპის მოიერიშეები გაგზავნა

საქართველო, თბილისი - 20:38 | 10.02.2022
ნანახია: 361

შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისთვის F-15 Eagles-ის ტიპის მოიერიშეების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„ამერიკული მოიერიშების გაგზავნა პოლონეთში ლასკის ავიაბაზაზე, მიმართულია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის უნარების თავდაცისთვის გაძლიერებისა და ალიანსის მისიის მხარდასაჭერად საჰაერო სივრცის პატრულირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ამერიკული მოიერიშეები F-15 Eagle, რომლებიც  გაიგზავნა შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუტის  ბრიტანული ავიაბაზიდან, იმოქმედებენ პოლონეთისა და დანიის F-16-ის ტიპის თვითმფრინავებთან ერთად. აღნიშნული თვითმფრინავები ასრულებენ ნატო-ს პატრულირების მისიას ბალტიაში.

 „დამატებითი მოიერიშეები გააძლიერებენ საბრძოლო მზადყოფნას, ასევე უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე მოკავშირეების თავდაცვას“, - ნათქვამია ინფრომაციაში.

მანამდე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ფერფორდის ავაიბაზაზე ჩავიდა B-52H  ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლათ ბირთვული იარაღის გადატანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე