ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრას "მუნჯის საუბარი ყრუსთან" უწოდა
საქართველო, თბილისი - 16:33 | 10.02.2022 ნანახია: 344მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა მოლაპარაკებები გამართეს.
რუსი და ბრიტანელი დიპლომატების შეხვედრა უკრაინის ირგვლივ არსებული მწვავე ვითარების ფონზე გაიმართა. როგორც ჩანს შეხვედრაც დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, რასაც ლავროვისა და ტრასის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებებ ცხადჰყოფენ.
ლავროვმა შეხვედრას "იმედგამაცრუებელი" უწოდა და ამავე დროს განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით [დასავლეთის] ულტიმატუმისა და მუქარის შემცველი განცხადებები არის გზა, რომელიც არსაით მიდის.
ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან უკრაინის საკითხზე შეხვედრას "მუნჯის საუბარი ყრუსთან" უწოდა.
"სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ მუნჯისა და ყრუს საუბარი გამოგვდის. თითქოს ერთმანეთს ვუსმენთ, მაგრამ ერთმანეთის არ გესმის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი დეტალური განმარტებები მოუმზადებელ ნიადაგზეა. დაახლოებით, ისე, როგორც ამბობენ, რომ რუსეთი ელოდება, როდის გაიყინება მიწა და როდის გახდება ქვასავით, რათა ტანკებმა უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდად გაიარონ", - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბრიტანელებს არ სურთ რუსეთის არგუმენტების მოსმენა.
თავის მხრივ, თრასმა განაცხადა, რომ „რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძალებლობა შეაჩეროს ურაინის მიმართ აგრესია და დიპლომატიური გზით ურთიერთობის დარეგულირებას მიმართოს“.
„ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ჩვენ ვხედავთ უკრაინის საზღვართან ჯარისა და შეიარაღების გაზრდას და მიგვაჩნია რომ ეს საფრთხეა. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ჰიბრიდულ კიბერომს და სხვა სახის ომებს, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინაში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს“, - განაცხადა ლიზ თრასმა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა