რუსეთმა ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:20 | 10.02.2022 ნანახია: 256რუსეთმა ბელარუსში მასშტაბური სამხედრო სწავლების "საკავშირო სიმტკიცე 2022"-ის მეორე ეტაპი დაიწყო.
ერთობლივი სამხედრო მანევრები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებების მიზანი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში გარე აგრესიის შეჩერებისა და მოგერიებისთვის მომზადებაა.
წინა დღით, ბელარუსში ჩავიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, გენერალი ვალერი გერასიმოვი. მანამდე, ბელარუსში წვრთნების მოსამზადებელ ეტაპს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო.
კრემლის განცხადებით, რუსეთ-ბელორუსის წვრთნები არის ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო მანევრები, რაც ოდესმე ჩატარებულა.
"როგორც რუსეთი, ასევე ბელარუსი უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან, რომელთა ბუნება და, ალბათ, კონცენტრაცია ახლა, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი და ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ადრე იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მინსკი და მოსკოვი სამხედრო წვრთნებში ჩართული სამხედროებისა და ტექნიკის თაობაზე ზუსტ მონაცემებს არ ავრცელებენ. დასავლური მედიის ცნობით, ბელარუსში რუსეთმა 30 000-მდე ჯარისკაცი, 300 ტანკი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400 და ავიაგამანადგურებლები Су-35С გაგზავნა.
ბელარუსში, ერთობლივი წვრთნების ეგიდით, რუსული ძალების მასშტაბური განლაგება შეშფოთებას იწვევს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთმა ბელარუსში 30 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე შეიარაღება გადასხა.
მისი თქმით, ეს არის მოსკოვის ყველაზე დიდი სამხედრო განლაგება ბელარუსში ცივი ომის დასრულების შემდეგ.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნები, უკრაინისთვის ახალ საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, ბელარუსიდან რუსული ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევთან უფრო ახლოს არიან განლაგებულნი.
"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ თუ რუსეთი ბელარუსში შორ მანძილზე მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს განათავსებს, კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას, უკრაინაში შეჭრის გარეშეც შეძლებს.
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად მართავენ.
ბოლო მასშტაბური სწავლება "ზაპად 2021" სექტემბერში გაიმართა და მასში 200 000 სამხედრო მოსამსახურე, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 გემი მიიღებენ მონაწილეობდა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა