პეტიციას რამზან კადიროვის გადაყენების მოთხოვნის შესახებ ხელი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 09.02.2022
ნანახია: 456

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია იაშინის პეტიციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გათავისუფლების მოთხოვნის  შესახებ 9 თებერვლის მომაცემებით, ხელი უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

შესაბამისი მიმართვა იაშინმა ვებგვერდზე Change.org 7 თებერვალს გამოაქვეყნა. მან ასევე ჩაწერა ვიდომიმართვა კადიროვისადმი, რომელშიც მას ფადიშახი უწოდა.

როგორც იაშინი პეტიციაში აღნიშნავს, კადიროვმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი გადააქცია რუსეთის შიგნით ცალკე სახელმწიფოდ, სადაც რუსთის კანონები არ მოქმედებს. კადიროვმა ვერ შეძლო ჩეჩნეთის ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, რასაც იაშინის თქმით, თავად კადიროვიც აღიარებს.  

იაშინი ამბობს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს. მისი თქმით, ჩეჩნეთის ხელისუფლება და სამართალდამცველები ემუქრებიან რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, რაზეც კრემლს არანაირი რეაქცია აქვს.

კერძოდ, საუბარია სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის განცხადებაზე, რომელიც იანგულბაევების ოჯახის წევრებს კადიროვის კრიტიკისთვის თავის მოჭრით ემუქრება.

„კადიროვი, მისი უახლოესი გარემოცვა, ადგილობრივი მოხელეები საჯაროდ ემუქრებიან ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და მათ ოჯახებს. თავიანთ რიტორიკაში ისინი აპელირებენ „სისხლის აღებაზე“ და თავიანთ ოპონენტებს თავების მოჭრით ემუქრებიან“, - ნათქვამია პეტიციაში.

იაშინი კადიროვსა და მის გარემოცვას ბორის ნემცოვის მკვლეობაში ადანაშაუელებს. „დარწმუნებული ვარ, კარგად გახსოვს ამ მკვლელობის შემსრულებელთა სახელები“, - წერს ოპოზიციონერი. პეტიციის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ პეტიციის ხელმომწერები მიმართავენ ვლადიმირ პუტინს გაათავისუფლოს კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე