უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება - იენს სტოლტენბერგი
საქართველო, თბილისი - 11:19 | 09.02.2022 ნანახია: 359ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება.
ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში თქვა.
„გარკვეული არ არის, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს არის სამხედრო გაფართოების განგრძობადობა, ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ძალას, სამხედრო ჰოსპიტალებსა და ლოჯისტიკას. ასევე გვესმის, მუქარის შემცველი რიტორიკა რუსეთის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ მის მოთხოვნებს არ დავთანხმდებით, დადაგება ის, რასაც რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ შედეგებს უწოდებს. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ძალები გამოიყენა“, - განაცხაადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეჭვს გარეშეა, რომ სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელმაც მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და აკონტროლებს დონბასის ნაწილს.
„უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და აქვს თავდაცვის უფლება. მოკავშირეები დახმარებას უწევენ უკრაინას“, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
შეკითხვაზე, ეთანხმება თუა არა ნატო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეფასებას, რომ მან რუსეთის ლიდერი დაარწმუნა არ წავიდეს ესკალაციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ ადრეა საუბარი, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
„ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მზად ვართ მოვისმინოთ მათი შეშფოთება“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა