ზელენსკიმ პუტინის სიტყვებზე: „მოითმინე, ჩემო ლამაზო“, კომენტარი გააკეთა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 08.02.2022
ნანახია: 339

უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, ფრაზაზე „მოითმინე, ჩემი ლამაზო“, უპასუხა, რომ უკრაინა ნამდვილად ლამაზია და მისი {უკრაინის} მოთმინება სიბრძნის გამოვლინებაა. ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე რუსულ ენაზე გავაგრძლებ, რათა აფორიზმის ავტორმა {პუტინმა} ჩემი პასუხი გაიგოს. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტს ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც ლამაზია. რაც შეეხება „ჩემო“-ს, ეს უკვე ცოტა ზედმეტია... რაც შეეხება „მოითმინე, ჩემო ლამაზო“-ს, მიმაჩნია, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია, იმიტომ, რომ ეს სიბრძნეა, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია რუსებისთვისაც... ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიაზე ვართ. ჩვენი მოთმინება გავლენას ახდენს პროვოკაციაზე, როდესაც არ ვპასუხობთ პროვოკაციას, ვიქცევით ძალიან ღირსეულად, ამიტომ მოთმინება სიბრძნეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს პუტინმა მაკრონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით ზელენსკის მიმართა და ირონიულად უთხრა: "მოგწონს, არ მოგწონს. მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვაგვარად არ შეიძლება.“

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე