მოგწონს, არ მოგწონს. მოითმინე, ჩემო ლამაზო! - პუტინი ზელენსკის

საქართველო, თბილისი - 12:12 | 08.02.2022
ნანახია: 511

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დამცინავად მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკაშირებით და რუსული ანდაზა მოიშველია.

„სხა ალტერნატივა არ არის. კიევში ხან ამბობენ, რომ შეასრულებენ {მინსკის შეთანხმებებს}, ხან აცხადებენ, რომ ეს მათ ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმაც {უკრაინის} ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას მინსკის შეთანხმებების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს.

მოგწონს, არ მოგწონს. მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვაგვარად არ შეიძლება“, - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა კვლავ გაიმეორა რუსული პროპაგანდის თეზისები, რომ თითქოს უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სპეციალური სტატუსი უნდა მიანიჭოს იქიდან რუსული ჯარების გასვლამდე. ასევე ხელმძღვანელ  თანამდებობეზე დატოვოს კრემლის  ერთგული მოხელეები.

ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უკარაინას არ უნდა სთხოვდეს ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებას, იმ დროს როცა მოსკოვმა უკრაინის საზღვართან სამხედროების უპრეცენდენტო რაოდენობის კონცენტრაცია მოახდინა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე