უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი და მისი საფუძველი მინსკის შეთანხმებებია - მაკრონი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 08.02.2022
ნანახია: 261

მინსკის შეთანხმებები უკრაინის საკითხის გადასაჭრის მთავარ საფუძვლად რჩება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი და ამ საკითხის გადაჭრის საფუძველი მინსკის შეთანხმებებია“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ახალი მექანიზმები, მაგრამ მათი მიღება შესაძლებელია არსებული შეთანხმებების გადახედვის გზით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე