რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას ახალი წევრების ხარჯზე - პუტინი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 08.02.2022
ნანახია: 293

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას ახალი წევრების ხარჯზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წრვრების ხარჯზე. იმიტომ, რომ ჩვენ საზღვრებთან ნატო-ს შემდგომი გაფართოება წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, არამედ ნატო მოდის ჩვენსკენ, ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესორია - სულ მცირე არ შეესაბამება საღ ლოგიკას“, - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენცაიზე.

მისი თქმით, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

„ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში“, – აღნიშნა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე