Facebook-მა და Instagram-მა შესაძლოა, ევროპაში მუშაობა შეწყვიტოს

საქართველო, თბილისი - 22:10 | 07.02.2022
ნანახია: 358

კორპორაცია Meta-მ, შესაძლოა ევროპაში სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის მუშაობა შეწყვიტოს.  გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის კანონებს, რომლის თანახმად, მომხმარებლების მონაცემები ევროპის სერვერებზე უნდა ინახებოდეს და მუშავდებოდეს.

Meta მონაცემების გადასაცემად იყენებს ტრანსატლანტიკურ სერვერებს: Privacy Shield(ევროკავშირმა ბათილად გამოაცხადა 2020 წელს მონაცემეთა დაცვის დარღვევის გამო) და SCC (სტანდარტული მდგომარეობა მონაცემების დასაცავად).

„მონაცემების გაცვლას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისა და სარეკლამო ბიზნესისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების მუშაობა ევროპაში საფრთხის ქევშაა.

Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ახალ შეთანხმებას მიაღწევს და მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა აღარ მოუწევს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე