ბერლინი მზად არის უკრაინის უსაფრთხოებისათვის მაღალი ფასი გადაიხადოს - ანალენა ბერბოკი

საქართველო, თბილისი - 20:34 | 07.02.2022
ნანახია: 355

ბერლინი მზად არის უკრაინის უსაფრთხოებისათვის მაღალი ეკონომიკური ფასი გადაიხადოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ შემდგომი ესკალაცია. ამ შემთხვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მოვამზადეთ, ეს სანქციები უპრენცენდენტოა და შეთანხმებულია ყველა პარტნიორთან. ამ ფონზე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა პარტნიორთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე უპირველესად ჩვენ, მზად ვართ ამისთვის მაღალი ეკონომიკური ფასი გადავიხადოთ, ვინაიდან საუბარია უკრაინის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ბერბოკმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე