ავსტრალია ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

საქართველო, თბილისი - 14:28 | 07.02.2022
ნანახია: 329

ავსტრალია 21 თებერვლიდან სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.

"თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ავსტრალიის საზღვრების დახურვის თაობაზე", - თქვა მორისონმა.

"თუ თქვენ ხართ სრულად ვაქცინირებული, მოუთმენლად გელოდებით ავსტრალიაში", - დასძინა მორისონმა.

პანდემიის დაწყების დღიდან, ავსტრალიამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ტურისტულ ინდუსტრიას და ბიძგი მისცა ქვეყანაში დებატების გაჩაღებას მთავრობის მიერ პანდემიის მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

გასული წლის ნოემბრიდან, ავსტრალიის ხელისუფლებამ შეარბილა ზოგიერთი შეზღუდვა და ქვეყენაში შესვლის ნება დართო ავსტრალიის მოქალაქეებსა და საერთაშორისო სტუდენტებს.

კორონავირუსულ ინფექციას ავსტრალიაში 4 248 ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე