ელისაბედ მეორეს სურს, რომ კორნოულის ჰერცოგინია კამილამ, დედოფალი კონსორტის ტიტული მიიღოს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 06.02.2022
ნანახია: 322

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს სურს, რომ პრინც ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ კორნოულის ჰერცოგინია კამილამ, დედოფალი კონსორტის ტიტული მიიღოს. იუწყება BBC.

მისი მმართველობის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ მიმართვაში, დედოფალი ელისაბედი ამბობს, რომ გულწრფელად სურს, რომ კამილმა მიიღოს აღნიშნული ტიტული, „როდესაც ამის დრო მოვა“. დედოფლის გზავნილი, რომელიც მისი ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, პირდაპირ გავლენას ახდენს კორნოულის ჰერცოგინიას მომავალი ტიტულის გადაუწყვეტელ საკითხზე. მანამდე გამოითქვა მოსაზრება, როკ კამილას მიეღო „პრინცესა-კონსორტის“ ტიტული.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლის „პლატინის“ 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დედოფალმა 5 თებერვალს ნორფილკის საგრაფოში, სანდრინგემ-ჰაუსში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიღება გამართა.

პრინცესა ელისაბედი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს - მამის. მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების დღეს ავიდა. ელისაბედ მეორე, რომელსაც 2022 წელს 96 წელი უსრულდება, პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ასვლის „პლატინის“ იუბილეს აღნიშნავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე