ვინ გახდება ნატო-ს გენერალური მდივანი - DPA სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
საქართველო, თბილისი - 20:13 | 04.02.2022 ნანახია: 295გერმანული სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის პოლიტიკოსები განიხილებიან.
სააგენტოს ინფორმაციით, ნატო-ს მოკავშირეები გენერალური მდივნის პოზიციაზე განიხილავენ:
დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასს
ევროკავშირის ყოფილ უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის.
მომავალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხი ფართო განსჯის საგანია არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ მოკავშირეთა დედაქალაქებში. ზოგიერთი ოფიციალური პირის, დიპლომატისა თუ ანალიტიკოსის აზრით, დროა, 72 წლის შემდეგ, ალიანსმა თავის უმაღლეს სამოქალაქო თანამდებობაზე პირველი ქალი წარადგინოს.
გამოცემა Politico ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იუწყებოდა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა აქტიურად დაიწყეს კონსულტაციები, თუ ვინ შეცვლის ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და მისი უფლებამოსილების ვადა 2022 წელს იწურება.
იუწყებიან, რომ სტოლტენბერგის მემკვიდრეს ნატო-ს ლიდერების სამიტზე მადრიდში, სავარაუდოდ, ამ წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში წარადგენენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე დარჩება.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა