აშშ-ის არმია არავაქცინირებულ სამხედროებს სამსახურიდან ათავისუფლებს

საქართველო, თბილისი - 18:20 | 04.02.2022
ნანახია: 358

აშშ-ის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ გაათავისუფლებს იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამიერიდან მეთაურებმა უნდა დაიწყონ  ადმინისტრაციული იძულებითი გათავისუფლების პროცედურა ნებისმიერი ჯარისკაცის მიმართ, რომელმაც ვაქცინაციის ბრძანება არ შეასრულა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძანება ვრცელდება მოქმედ სამხედროებზე, სამსახურში მყოფ რეზერვისტებზე, ასევე კურსანტებზე.

დირქეტივა აშშ-ის არმიის მდივანმა კრისტინ ვორმუტმა გასცა. „არმიის საბრძოლო მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან ისწავლონ, განვითარდნენ, იბროლონ და გაიმარჯვონ ომებში. არავაქცინირებული ჯარისკაცები წარმოადგენენ რისკს ძალებისთვის და საფრთხეს უქმნიან საბრძოლო მზადყოფნას“, - განაცხადა ვორმუტმა.

შეიარაღებული ძალების განცხადებით, 2022 წლის 26 იანვრის მონაცემებით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების 96  და რეზერვისტების 76 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე