ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 04.02.2022
ნანახია: 283

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა.

ელისეის სასახლის განცხადებით, პრეზიდენტი მაკრონი თავდაპირველად რუსეთს ეწვევა, საიდანაც იგი კიევში გაემგზავრება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში 7 თებერვალს არის დაგეგმილი, 8 თებერვალს კი უკრაინაში.

მანამდე, ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენდ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და რუსეთში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტიც შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე