რუსეთში Deutsche Welle-ს მაუწყებლობა აიკრძალება
საქართველო, თბილისი - 18:38 | 03.02.2022 ნანახია: 399რუსეთის ხელისუფლება გერმანულ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც 3 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაიხურება Deutsche Welle-ს საკორესპონდენტო ბიურო მოსკოვში, შეწყდება გერმანული სამაუწყებლო კომპანიის თანამგზავრული და სხვა სახის მაუწყებლობა რუსეთის ტერიტორიაზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საკითხს „დოიჩე ველეს“ როგორც „უცხოეთის აგენტის“ ფუნქციის შემსრულებელ მედიასაშუალებად აღიარების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიაში მარეგულირებელის მიერ რუსული გერმანულენოვანი ტელეარხის RT DE-ს მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ მიიღო. მედიამარეგულირებლის განცხადებით, რუსულ ტელეარხს გერმანიაში ტრანსლირების ლიცენზია არ ჰქონდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი შეადგენს გერმანიის მოქალაქეების სიას, რომლებსაც მისი აზრით, RT DE-ის მაუწყებლობის შეწყვეტასთან კავშირი აქვთ და რუსულ სახელმწიფო არხზე ზეწოლას ახდენენ. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა