თეთრ სახლში, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრას აღარ მოიხსენიებენ, როგორც გარდაუვალს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 03.02.2022
ნანახია: 289

თეთრ სახლში უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციას აღარ მოიხსენიებენ, როგორც გარდაუვალს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 „მე ეს სიტყვა {გარდაუვალი] გამოვიყენე ერთხელ. ვფიქრობ, რომ სხვებიც ასე მოიქცნენ, მაგრამ შემდეგ მას აღარ იყენებდნენ, რადგან მიმაჩნია, რომ ის იძლევა სიგნალს, რომლის გაშვება სინამდვილეში არც გვიფიქრია“, - აღნიშნა ფსაკიმ.

 „ვიტყოდი, რომ უმეტეს შემხვევაში, როდესაც ამ საკითხზე კომენტარს ვაკეთებდი, ვსაუბრობდით ნებისმიერ დროს შესაძლო შეჭრაზე {უკრაინაში}. ეს სიმართლეა. ჯერ კიდევ ვიცით, რომ შესაძლოა, მიღებული იყოს ასეთი გადწყვეტილება“, - განაცხადა ფსაკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე